აგრესიის განმარტებისათვის

Written by admin. Posted in ბლოგი, სტატია

აგრესია (ლათ. Aggressio – თავდასხმა) ესაა მოტივირებული დესტრუქციული საქციელი, რომელიც ეწინააღმდეგება ადამიანთა თანაარსებობის ნორმებს, ზიანს აყენებს თავდასხმის ობიექტებს, ფიზიკურად აზარალებს ადამიანებს ანდა იწვევს მათ ფსიქოლოგიურ დისკომფორტს. მორალურ თეორიებში (არააგრესიულობის პრინციპი, დისკურსიული ეთიკა) აგრესია ძალადობის მიზეზად მიიჩნევა.

ნორმატიული მიდგომა ნიშნავს, რომ აგრესიის დეფინიციაში განსაკუთრებული აქცენტი კეთდება საზოგადოებრივ ნორმებთან მიმართებაში მის წინააღმდეგობრიობასთან. სპეციალისტთა ნაწილი აგრესიას განმარტავს, როგორც „მიზანმიმართულ დესტრუქციულ საქციელს, რომელიც საზოგადოებაში ადამიანების თანაარსებობის ნორმებსა და წესებს ეწინააღმდეგება“.

სიღრმისეულ-ფსიქოლოგიური მიდგომა აგრესიის ინსტინქტურ ბუნებას ამტკიცებს. მოცემულ შემთხვევაში აგრესია წარმოადგენს ნებისმიერი ადამიანის თანდაყოლილ და განუყოფელ მახასიათებელს. ამგვარი მიდგომის განსაკუთრებით თვალსაჩინო წარმომადგენლები არიან ფსიქოანალიტიკური და ეთოლოგიური სკოლები (კარლ იუნგი, ზიგმუნდ ფროიდი, ე. კრისი, კ. ლორენცი).

ფსიქოანალიზის წარმომადგენლები აგრესიას ადამიანში „სიკვდილის ინსტინქტის“ გამოვლენას უკავშირებენ (თანატოსი).

ლორენცის მოსაზრებით (ნაშრომი „აგრესია“), ზოგ ცხოველებში „აგრესიული“ საქციელი თავისი გამოვლინებით პრაქტიკულად არ განირჩევა სექსუალურისგან.

მიზნობრივ მიდგომებში აგრესია განიხილება როგორც წარმატებული ევოლუციის ინსტრუმენტი, თვითდამკვიდრება, დომინირების სურვილი, ადაპტაცია ან სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი რესურსების მისაკუთრება.

კაუფმანის მტკიცებით, „აგრესია – ესაა საშუალება, რომლის მეშვეობითაც ინდივიდუუმები  თავიანთი წილი რესურსების მიღებას ლამობენ, რაც, თავის მხრივ, განაპირობებს წარმატებას ბუნებრივ შერჩევაში“.

ერიხ ფრომი აგრესიას განიხილავს, როგორც დომინირების ინსტრუმენტს, რომელიც „ადამიანის მიერ სხვა ცოცხალ არსებაზე აბსოლუტური ბატონობისკენ სწრაფვაში გამოხატება“.

ემოციური მიდგომები განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობენ აგრესიის აქტის გრძნობით შემადგენელს. ამიტომ, აგრესია განიხილება, როგორც „ინდივიდის/სოციალური ჯგუფის გრძნობებსა და მოქმედებებში მტრობის – ანტაგონიზმის, სიძულვილის, ამრეზილობის გამოხატვა“.

ზოგიერთი კვლევა ცხადჰყოფს, რომ აგრესია – ესაა „ობიექტთან მიახლოების ანდა მისგან დაშორების ტენდენცია“. ბიჰევიორიზმი აგრესიას განმარტავს როგორც „დრაივს“, „ადამიანის ბუნებრივ რეფლექსს“, „ფრუსტრაციის ანდა ფიზიკური და ფსიქიკური დისკომფორტის საპასუხო ფორმას“.

ერიხ ფრომი გამოჰყოფდა აგრესიის შემდეგ ფორმებს: მოთხოვნილებებისა და სურვილების ფრუსტრაციას; შურსა და ეჭვიანობას; შურისძიებას, რწმენის შერყევას (ცხოვრების, სიყვარულის მიმართ, განხიბვლას).

კომპენსატორული აგრესია: დესტრუქციულობა – ესაა ძაალდობა, რომელიც „იმპოტენტურ“ ადამიანს პროდუქტიულ ცხოვრებას ჩაუნაცვლებს (სადიზმი, ნეკროფილია, ქრონიკული დეპრესია და კაეშანი).

საიდან მოდის აგრესია?

მიუხედავად იმისა, რომ ადამიანები, რასაკვირველია, აგრესიული არიან, ზოგი მაინც მეტადაა აგრესიული, ზოგიც – ნაკლებად. მიზეზი კი მშობლების სიყვარულშია საძიებელი. ჩვეულებრივ, მოქმედებს, მინიმუმ, ორი პროგრამა:

1.აგრესიის სწავლება. რომელიმე მშობელთაგანი (ანდა ორივე) ბავშვის მიმართ თავის აგრესიას არ იოკებს და ბავშვიც სწავლობს თავშეუკავებლობას. ლანძღვა-გინება, ემოციური აფეთქებები – ბავშვები ამას ასლივით გადაიღებენ და შემდეგ მთელი ცხოვრება ისე იმეორებენ, როგორც საკუთარს.

2.აგრესიის შიში. ერთ-ერთი მშობელი (ანდა ორივე) ავლენს აგრესიას არა მარტო ზოგადად, არამედ კონკრეტულად ბავშვის მიმართ (დამცირება, ფიზიკური შეურაცხყოფა), რის შედეგადაც ბავშვს უყალიბდება ჩვევა, გამუდმებით თავისებურ „მოლოდინის ტონუსში“ იმყოფებოდეს. ასეთმა ადამიანმა, არსობრივად, არ იცის, რა არის მოდუნება, იგი მუდამ ელის შეურაცხყოფას,  დარტყმას ანდა იერიშს.

სწორედ ეს წარმოადგენს ძალაუფლების კონტურის იმპრინტს.

და რა გამოდის?

თუკი ვინმეში „ჩაბუდებულია“ აგრესიის მოლოდინი ახლობელი ადამიანისგან (მაგალითად, დედ-მამისგან), ეს მოლოდინი ვრცელდება სხვა ახლობელ ადამიანებზეც (მაგალითად, ცოლზე ან ქმარზე), ოღონდ, როგორც იტყვიან, გაუცნობიერებლად. ეს რას ნიშნავს? ჯერ ერთი, რაც უფრო ახლობელია ადამიანი, მით მეტ დაძაბულობასა და შიშს იწვევს. მეორეც, პიროვნების ცნობიერ ნაწილს არაცნობიერი ნაწილის აგრესიული საქციელის მისაღები განმარტების შერჩევა უწევს. და როგორი განმარტება გამოდგება აგრესიისთვის? ცხადია, საპასუხო აგრესია!

ამიტომ ხშირის სიტუაცია, როცა ერთი პარტნიორი, მუშტების შეკვრითა და ცრემლების ღვრით მეორეს უყვირის „რატომ გძულვარ ასე? ასეთი რა დაგიშავე?!“ პარტნიორი კი დაბნეული ხელებს შლის, აქაოდა, „საიდან მოიტანე, რომ მძულხარ?“..

წყენის განმარტებისათვის

თუ ნლპ-ს კუთხით მივუდგებით, აგრესიის გამოსავლენად კონკრეტული ადამიანისათვის წყენა საუკეთესო (ოპტიმალური) არჩევანია იმ შესაძლო არჩევანიდან, რომლებიც მას გააჩნია.

არადა ყველაფერი, რაც აგრესიულ ადამიანს სჭირდება, ეს უპირობო სიყვარული და თანაგრძნობაა.

და კიდევ, როგორ გასაოცრადაც არ უნდა მოგეჩვენოთ, აგრესიის მართვა შესაძლებელია.

უფრო მეტიც, შესაძლებელია მისი კონსტრუქციულად და ნაყოფიერად გამოყენება, ბევრად მომგებიან არხში მიმართვა, რადგან, აგრესია თავისებური, საკმაოდ მძლავრი ენერგიაა!

P. S. და კიდევ, სამყარო არც მტერია და არც მოყვარე, იმიტომ, რომ ის ობიექტურია.

Trackback from your site.

Comments (2)

  • სიმონი

    |

    არც კი გაიფიქრო! – მომეწონა : )) სტატია მართლაც კარგია. : ) მადლობა ავტორს.

    Reply

  • rusa

    |

    tu sheidleba agresiis martvis meqanizmebi gagvacanit

    Reply

Leave a comment

PageRank Push 2 Check
All Rights Reserved@2011-2012. შეცვალე შენი ცხოვრება Change.ge