მაგნიტური მზერა – სავარჯიშო მეორე

Written by admin. Posted in NLP, ბლოგი, წარმატების ანატომია

დასაწყისი

მაგნიტური მზერის გამომუშავების მეორე, ერთობ ეფექტური სავარჯიშო პირველის სახესხვაობას წარმოადგენს. შესასრულებლად ის გაცილებით რთულია, სამაგიეროდ, გასაოცარი შედეგის მოტანა შეუძლია.

დადექი სარკესთან.  პრინციპში, შეგიძლია დაჯდე კიდეც. სარკეს გააჩნია. შავი ფანქრით, ან ფლომასტერით, ანდა მარკერით (რითაც გინდა, მთავარია მერე ადვილად ჩამოიბანო! ) ცხვირის ძგიდეზე, თვალებს შორის, იქ, სადაც აღმოსავლური სწავლებებით ადამიანს “მესამე თვალი” აქვს, დაიხატე პატარა (მაგალითად, 5-თეთრიანის ზომის) შავი რგოლი. ჰო, კინაღამ დამავიწყდა, პირველიცა და მეორე სავარჯიშოც უმჯობესია დილით გააკეთო, რადგან ამ დროს თვალი უფრო დასვენებულია. ახლა შეეცადე ამ რგოლს თვალისდაუხამხამებლად უცქირო.

PageRank Push 2 Check
All Rights Reserved@2011-2012. შეცვალე შენი ცხოვრება Change.ge