ცხოვრება მშვენიერია! მთავარია დაინახო!

Written by admin. Posted in არა-კი, ბლოგი

შესაძლოა ეს იგავ-არაკი ბევრისათვის ნაცნობია, მაგრამ მინდა კიდევ ერთხელ შეგახსენოთ და გითხრათ, რომ არ არსებობს გამოუვალი სიტუაცია,მაშინაც კი როდესაც ფიქრობ რომ ეს არასდროს დასრულედება! რაღაც ძალა ყოველთვის ჩვენს გვერდითაა და ამ ძალას ჰქვია რწმენა, რომელიც გაძლევს საშუალებას იპოვო ძალა საკუთარ თავში და დაძლიო კრიზისი, რომელზეც თუ დავფიქრდებით არის გამოცდა  ბოძებული ცხოვრებისაგან! თუ როგორ მიუდგები ამ გამოცდას, ეს უკვე შენი არჩევანია!

ზღვის პირას სველ სილას მიუყვებოდა ხან ერთი და ხანაც ორი ადამიანის ნაკვალევი.

-ეს ვისი ნაკვალევია უფალო?

- ეს შენი განვლილი გზაა, შვილო ჩემო!

-კი, მაგრამ ეს მეორე ნაკვალევი ვიღასია?

- ეგ ჩემი ნაკვალევია, მე ხომ მთელი ცხოვრების განმავლობაში შეთან ვიყავი!

-ზოგჯერ სულ მარტო მიყვება კვალი ჩემი, უფალო ზოგჯერ დაგიტოვებივარ მარტო ამ გზაზე!

- შენ ისევ ცდები, შვილო ჩემო! მარტო მიმავალი კვალი ჩემია, შენი ცხოვრების უმძიმეს წუთებში მე ხომ ხელში აყვანილი მიმყავდი!

,,იცხოვრე ყოველი დღე ისე თითქოს უკანასკნელი დღე იყოს შენს ცხოვრებაში”

                                                                                                                                გაბრიელ გარსია მარკესი

Tags: , , , ,

Trackback from your site.

Leave a comment

PageRank Push 2 Check
All Rights Reserved@2011-2012. შეცვალე შენი ცხოვრება Change.ge