ფსიქოდრამა

ფსიქოდრამა გაძლევთ საშუალებას ხელახლა დაიბადოთ ფსიქოლოგიურ დონეზე და უფრო შემოქმედებითად მიუდგეთ ცხოვრებას!

ეს არის ჯგუფური შეხვედრა დაფუძნებული თამაშის პრინციპზე, სადაც თამაშდება მნიშვნელოვანი მოვლენა ადამიანის ცხოვრებიდან. მეთოდის  ავტორი გახლავთ ავსტრიელი ფსიქიატრი იაკობ მორენო.

ფსიქოდრამული გათამაშებისას საკუთარ სიტუაციას და საკუთარ თავს გვერდიდან უყურებ და ეძებ შენი სიტუაციის ეფექტურ გადაჭრის გზებს

მთავარი არსი ამ მეთოდის

  •  უკეთ  შეიცნო საკუთარი თავი.
  •  გააქტიურო შინაგანი რესურსები.
  •  თავისუფლად გამოხატო საკუთარი განცდები.
  •  განთავისუფლდეთ კომპლექსებისაგან.
  •  გაიუმჯობესო ურთიერთობები გარშემომყოფებთან.
  •  ეფექტური  გამოსავალის პოვნა  პიროვნებისთვის აქტუალური  სიტუაციიდან.
  •  სამყაროში საკუთარი პერსონის ინტეგრირება და ასე ვთქვათ “სრულფასოვნების”   მიღწევა.
ამ მიზნების მიღწევის  საშუალებას მოგცემთ  ჯგუფში ჩამოყალიბებული თბილი, უსაფრთხო და კონფიდენციალური გარემო.

ფსიქოდრამული შეხვედრები შედგება კვირაში ორჯერ თეატრის სარეპეტიციო სცენაზე, სადაც მოხდება არა მხოლოდ პიროვნებათა აქტუალური სიტუაციის მოყოლა და გათამაშება, არამედ საზოგადოებაში აქტუალურ პრობლემებზე დისკუსია. ეს ერთგვარი პროტესტის ფორმა იქნება იმ თემებზე, რაც გვაწუხებს ყოველდღიურობაში! გაიგე მეტი

ფსიქოლოგი, ფსიქოდრამის წრის ხელმძღვანელი გიორგი დონაძე

თანაწამყვანი ნანა ჩარკვიანი, ნლპ-ერი, ტრენერი

გამოაგზავნეთ საკონტაქტო მონაცემები, მოკლე ინფორმაცია საკუთარი თავის შესახებ და  ის, თუ რის გამო გსურთ ჯგუფში მონაწილეობა. თუ თქვენ საფოსტო ყუთი გაქვთ mail.ru-ზე, საიტის ადმინისტრაცია გთხოვთ, მონაცემები გამოაგზავნოთ ელფოსტაზე: foryouchange@mail.ru. ყველა სხვა დანარჩენი საფოსტო ყუთიდან წერილები გამოაგზავნეთ ჩვეულებრივ, ქვემოთ მოცემული საკონტაქტო ფორმით.
შეხვედრები შედგება კვირაში ორჯერ, სამშაბათს და ხუთშაბათს, 18.30 სთ-ზე. ფსიქოდრამის  ხანგრძლივობა 2–3 სთ, შეხვედრის ადგილი: საქართველოს შოთა რუსთაველის სახ. თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი.
საკონტაქტო ნომრები: 555 67 19 56, 577 56 19 91

მოგვწერე

Comments (8)

  • Thea's World-Vision

    |

    ჩემი თავის უკეთ შეცნობა რამდენი ხანია მინდა :დ :დ "ვინ ვარ" კითხვა ხომ თითქმის ყველას აწუხებს მგონი… ) ძალიან საინტერესო ჩანს :)

    Reply

  • Vann Suxa

    |

    საინტერესოა, მონაცემები გამოვაგზავნე. = )

    Reply

  • Nini

    |

    ukacravad monacemebi rogor unda gamovagzavno?? an ristvis, ver gavige, jgupshi rom mimigon?

    Reply

    • admin

      |

      დიახ, Nini, ზემოთ მოცემული სპეციალური ფორმით შეგიძლიათ გამოაგზავნოთ თქვენი საკონტაქტო მონაცემები, მოკლე ინფორმაცია თქვენ შესახებ და ორიოდე სიტყვით გვითხრათ, რის გამო გსურთ ჯგუფში მონაწილეობა.

      Reply

  • Da Du

    |

    epeqturia vitom?

    Reply

    • admin

      |

      დადუ გააჩნია შენ რას ელოდები, ის მიზნები, რომელიც ზემოთაა მოცემული მისი მიღწევა ამ მეთოდის გამოყენებით ეფექტურად არის შესაძლებელი, მაგრამ გარდა ამისა, საჭიროა პიროვნების მზაობა იმისა, რომ ამ ყველაფერს მიაღწიოს თუ ეს მზაობა არ არის თავისთავად ვერ მიაღწევს! მზაობა ეს არის სურვილი, დიდი სურვილი, რომ შენი პიროვნება განავითარო და შენი ცხოვრება შეიცვალოს უკეთესობისკენ.

      Reply

  • ქრისტი

    |

    რეგულარულად ტარდება ეს შეხვდრებო ხო? ანუ კონკრეტული, დროში გაწერილი პროექტი არ არის ხო?

    Reply

  • Barcelonisimo...

    |

    ჩემთვის პირადად ეფექტური იყო, იმდენად, რომ დღეს უფრო ძლიერი ადამიანი ვარ, ვიდრე ვიყავი ფსიქოდრამამდე :)

    Reply

Leave a comment

PageRank Push 2 Check
All Rights Reserved@2011-2012. შეცვალე შენი ცხოვრება Change.ge