მარტოობის განცდა

Written by admin. Posted in ბლოგი, სტატია

მარტოობა, ნებისმიერი ადამიანის ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. ცხოვრების ეს თანამგზავრი კი ბევრი ჩვენთაგანისთვის ძნელად ასატანია. თუმცა, როდესაც არ უფიქრდები მარტოობის განცდას, აღარც ხარ მისგან შეწუხებული, ასეთი ტიპის ადამიანებს მარტოობაში სარგებლობის აღქმა ყველაზე უფრო მეტად შეუძლიათ.

ხშირად მარტოობის განცდა აქვთ ადამიანებს, რომლებთაც ცხოვრებაში კონკრეტული და რეალისტური მიზნები არ გააჩნიათ. ასევე ადამიანებს, ვისაც ვიწრო ინტყერესები აქვთ და თავის ნაჭუჭში არიან გამოკეტილნი ანუ ვისაც არ აქვს ე.წ ჰობი.მარტოობა მტკივნეული და მწარე განცდაა და ამ ყველაფერს, რა თქმა უნდა, თან ახლავს დეპრესია და სასოწარკვეთილება.

მოგიყვებით 25 წლის გოგონაზე, რომელიც განიცდის მარტოობის ამ მძაფრ განცდას. განიცდის და სამყაროზე ,,განრისხებული“ საუბრობს, რომ მისი არავის ესმის და რომ მისი ეს განცდა უნიკალურია. სინამდვილეში მარტოობის განცდა აქვს მსოფლიოში მოსახლეობის 70 პროცენტს, აქედან მძაფრად განიცდის 30%. ეს ისევ და ისევ გამოწვეულია მიზნების არ ქონით და საკუთარი ფუნქციის მკვეთრათ ვერ განსაზღვრით. ამ ყველაფერს კიემატება მსოფლიო ცივილიზაციის პროგრესული განვითარება, სადაც ადამიანი უფუნქციოდ რჩება და განიცდის სამყაროს მიერ მიტოვებულობის განცდას და აქ ბუნებრივად ისმის კითხვა –  რისთვის ვცხოვრობ?

,,პატარაობიდან ყოველთვის ვფიქრობდი და ყოველთვის იმის შიში მქონდა რომ მარტო არ ვყოფილიყავი, ყოველთვის ისეთ ადამიანს ვეძებდი და ვეძებ ვინც ყოველთვის ჩემს გვერდით იქნება და ყოველთვის გვერდზე მეყოლება. არ ვივი ასეთი მძაფრად რატომ განვიცდი მარტოობას… მე უბრალოდ მჭირდება ისეთი ადამიანი რომელიც სულ ჩემთან იქნება, არა მარტო ჭირში ან ლხინში არამედ სულ ჩეთან იქნება. მე ვცხოვრობ მარტო. მე ვარ მარტო. თქვენ ვერ წარმოიდგენთ რა ცუდია ეს, რა ძნელია, როდესაც რაღც გიხარია და გინდა სხვებსაც გაუზიზრო ეს, როდესაც არ გინდა მარტო საუზმობა და გინდა შენს გვერდით უბრალოდ იჯდეს მაინც ვინმე, რა ცუდია, როდესაც ტირილში ათენებ ღამეებს და მერე ამდენი ტანჯვის, ამდენი ფიქრიე შემდეგ ძალიან მხიარულად რომ გეკითხებიან რატომ გაქვს სახე დასიებული? მათ ვერ აქვუხსნი ამათ, მათ არ განუცდიათ ტკივილი, არ იციან მარტოობა, მათ არ გაუთენებიატ ღამე, მათ არ უტირიათ ისე როგორც მე ვტირი, არ განუცდიათ ის რასაც ახლა ვგრძნობ. სულ ვფუიქრობ, რომ არავის ვუყვარვარ და არ ვანაღვლებ. მამა არ მყავს დამეღუპა, დედაჩემი კიდევ წასულია საზღვარგარეთ, რომ ელემენტარულად პურის ფული გამომიგზავნოს.“

მარტოობა ყველა ადამიანის ხვედრია, ხან გარკვეული დროის განმავლობაში, ხან კი, ხშირად მთელი ცხოვრება… მაგრამ როდესაც ვუყვარვართ და გვიხარია ცხოვრება, მაშინაც კი გვაქვს გულის სიღრმეში სიცარიელე და მას ვერასოდეს ამოვავსებთ ბოლომდე. ყველაზე დიდი საყრდენი თავად საკუთარი თავია… ჩვენში სიცარიელე ისევ ჩვენი ვნებებით და სურვილებით არის გამოწვეული, ისინი უსასრულოდ წარმოიქმნება და ყოველთვის გვიტოვებს დანაკლისის შეგრძნებას. ცხოვრება დაუსრულებელივ გვიყენებს ახალ მოთხოვნებს, გვიწყობს გამოცდას. მარტოობაც ადამიანის გამოცდაა, მისი გამოწრთობაა. ასევე არსებობს მეთოდები, რომელთა საშუალებით შესაძლებელია მარტოობის ,,დამარცხება“ იმ დონემდე რომ შემაწუხებელი არ იყოს ადამიანისთვის ეს განცდა და ამავე დროს ჰარმონიულად ცხოვრება. ასეთი შესაძლებლობები კი მრავალია და არა ერთხელაა შემოწმებული.

მარტოობის განცდა (გადაჭრის ალტერნატიული გზები)

უპირველეს ყოვლისა აღიარეთ თქვენი თავის წინაშე, რომ : “დიახ! ცხოვრების ამ ეტაპზე მარტო ვარ! თავსაც ცუდად და მიტოვებულად ვგრძნობ. არ მომწონს ასეთი მდგომარეობა და მზად ვარ, რომ ცვლილებების გზას დავადგე და ვიცი, რომ მეყოფა ძალა და ნებისყოფა, მოვერიო დარდს და სევდას!”. ეს ბოლო ორი ფრაზა კი ეცადეთ ხშირად იმეოროთ, დღის მანძილზე.

უთხარით თქვენს თავს: არავითარ შემთხვევაში არ ვზივარ გულხელ დაკრეფილები! სასწრაფოდ გვჭირდება საქმე და შრომა, ამის შესაძლებლობას კი ჩვენი სახლი თუ ბინა, ნამდვილად გვაძლევს. დაისახე მიზნები და განახორციელე დაუყოვნებლივ, თუნდაც ეს მცირე მიზანი იყოს, მთავარია იმოქმედო!

შეიცვალეთ გარეგნობა: თმის ფერი, ვარცხნილობა, იმიჯი, ჩაცმულობა, სტილი, ქცევის მანერები. ეს ყველაფერი საჭიროა იმისათვის, რომ ჩვენ საკუთარი თავი ახლებური კუთხით დავინახოთ და უფრო მეტად შევიყვაროთ. გაუმჯობესებული და გაბრწყინებული ადამიანი კი ყველასათვის საინტერესო და სასურველია.

ცხოვრება თეატრია, ჩვენ კი მსახიობები ვართ. სწორედ ამიტომ ღირსეულად თამაში უნდა შევძლოთ და ცხოვრებაში არა მეორეხარისხოვანი როლი, არამედ მთავარი როლი უნდა შევასრულოთ. ეცადეთ ხშირად გაიღიმოთ და გაიხსენოთ ყველა ის ღირსება, წარმატება, სილამაზე და დადებითი თვისებები რაც გაქვთ. ნუ დაიმალებით და ნუ ჩაიკეტებით თქვენს საკუთარ თავში. ეცადეთ გაღიმებული და გაბრწყინებული გამოჩნდეთ მეგობრების წრეშიც, ოჯახშიც და სამსახურშიც.

ყოველ დილით და ღამით ძილის წინ, ღრმად შეისუნთქეთ სუფთა ჰაერი, ფანჯრის წინ ან აივანზე. იყავით მადლიერი ყოველი დღისთვის რაც წარსულში გქონდათ და რაც მომავალშიც გექნებათ.

იარეთ ფეხშიშველა სუფთა მიწაზე, სულ რაღაც 15-20 წუთით. ასეთი ადგილები კი თბილისში მრავლადაა. განსაკუთრბით ახლა არის პერიოდი ამის გასაკეყებლად. აირჩიეთ საბავშვო მოედანი, სუფთა სკვერი, მოვლილი ეზო და თამამად შეიგრძენით მიწა შიშველი ფეხებით. მიწა მოგცემთ ძალას და განგტვირთავთ უარყოფითი ემოციებისგან.

ესაუბრეთ თქვენს თავს. ეს საჭიროა იმისათვის, რომ გააცნობიეროთ უმთავრესი ფაქტორი: “მე ჩემი საკუთარი თავი მყავს”. ისაუბრეთ თქვენს სურვილებზე, ოცნებებზე, მიზნებზე. ერთი სიტყვით გააცნობიერეთ, რომ თქვენ საკუთარი შინაგანი “მე” გყავთ და იმეგობრეთ მასთან.

თუ ხატვა გსიამოვნებთ შეგიძლიათ დახატოთ. ხატეთ ნებისმიერი რამ და შეეცადეთ რაც შეიძლება ღია ფერები გამოიყენოთ, გაიფერადოთ სამყარო.ასევე შეგიძლით დახუჭეთ თვალები და დააკვირდით რა ფერს ხედავთ. შესაძლებელია ეს პირველ ცდაზე არ გამოგივიდეთ. ასეთი ვარჯიში დეპრესიის დამარცხების და ყურადღების გადატანის საუკეთესო საშუალებაა.

შეგიძლიათ ასევე განმარტოვდეთ ისეთ ადგილას სადაც ზედმეტი გამღიზიანებლები არ შეგიშლით ხელს, რომ დაისვენოთ და განიცადოთ სიმშვიდე. დახუჭეთ თვალები და მაქსიმალურად მოდუნდით, წარმოიდგინეთ ის ადგილი სადაც ყველაზე უსაფრთხოდ და მშვიდათ გრძნობთ თავს. განიცადეთ მაქსიმალირად ეს შეგრძნება. დაუკვირდით რა გესმით ამ დროს, როგორ გამოიყურებით და რას ხედავთ, დატკბით ამ შეგრძნებით. ეს სავარჯიშო შეგიძლიათ დღეში რამოდენიმე ჯერ გააკეთოდ მეტი ეფექტის მისაღებად, ამით არა მარტო მარტოობის განცდას შეასუსტებთ, არამედ საკუთარ ფსიქოლოგიურ მდგომარეობას გაიუმჯობესებთ. მთავარია არ იჩქაროთ და დაელოდოთ შედეგს.

ასევე თუ საშუალება გაქვთ გაემგზავრეთ სადმე სამოგზაუროთ, თუნდაც საქართველოს ფარგლებში,წ აიყვანეთ რამოდენიმე ადამიანი ვისთანაც ერთად ყველაზე კარგად გრძნობთ თავს ან თუნდაც მარტო, მოინახულეთ საინტერესო ადგილები, ეს ძალიან კარგი მეთოდია მარტოობის და დეპრესიი დაძლევის. ამ დროს ჩნდება უამრავი კითხვა, რომლის პასუხების პოვნა დაგეხმარებათ რომ ცხოვრებას მიუდგეთ ახლებურად და იპოვოთ ცხოვრების საზრისი, ძალა და რესურსები თქვენში, რომ იცხოვროთ უფრო ეფექტურად.

ბოლოს ყველაზე მნიშვნელოვანი რაც უნდა ახსოვდეს იმ ადამიანს, რომელიც განიცდის მარტოობას. ის არის, რომ მის გარშემო ასევე ძალიან ბევრი მარტოხელა ადამიანია, რომლებსაც სითბო, ყურადღება და სიყვარული თანაბრად სჭირდებათ. ზოგიერთი მათგანი, სხვადასხვა საშუალებებით ცდილობს სიმარტოვისგან განთავისუფლებას, ზოგიერთი კი თქვენს დახმარებას ელოდება. გაუწოდეთ მათ ხელი და დაინახავთ, რომ აღარც თქვენ ხართ მარტო. უბრალოდ უნდა გაბედოთ ნაბიჯის გადადგმა.

Tags: , ,

Trackback from your site.

Comments (3)

  • Anz

    |

    chemi azrit martoobis shegrdznebis winaagmdeg uebari wamali kitxvis siyvarulia. rodesac sadme mivdivar, sadac didi xnit marto momiwevs yofna, aucileblad mimakvs ramodenime wigni da simartoves saertod agar ganvicdi. aseve wignebi exmarebian adamianebs tavianti shinagani samyaros ganvitarebashi. roca mdidari shinagani resursebi gakvs, martoobasac gacilebit ishviatad igrdznob, imitom rom shens tavtan yofna siamovnebas moganichebs da shenive fiqrebi gagartoben.

    Reply

  • tikaa

    |

    ertxel ert cnobil adamians hkitxes, rogori unda ikos tkveni colio da man upasuxa, marto roca darcheba, tundac saxlshi, ar moickinoso…mgoni axsnas ar sachiroebs, adamians tu mdidari samkaro akvs, is ,,gonebis sakvebsac” aucileblad naxavs da inteleqtualuri sakvebit kveba es kidev sxva simaglea adamianis..

    Reply

  • shorena

    |

    მარტოობის განცდას არა მგონია რამე ეშველოს. . არც ეშველება, ალბათ დავიმსახურე უფლისგან ეს სასჯელი მე.
    მოსამსახურედ მაქციეს ქმარმა და შვილმა.

    Reply

Leave a comment

PageRank Push 2 Check
All Rights Reserved@2011-2012. შეცვალე შენი ცხოვრება Change.ge