პიროვნული განვითარების ჯგუფი

მსოფლიოში  დაახლოებით  7 მილიარდი ადამიანი ცხოვრობს. აქედან  წარმატებული, მდიდარი და თვითრეალიზებული  მხოლოდ 10%-ია,  ხოლო დანარჩენი  90%  ვერ პოულობს საკუთარ თავს და სიცოცხლის ბოლო წლებში უჩნდებათ სინანულის განცდა, განცდა იმისა, რომ ცხოვრებამ გვერდით ჩაიარა.
რა საიდუმლოს ფლობს ის 10%?  პასუხი მარტივია  -  მათ ზუსტად იციან რა უნდათ, სწორად იყენებენ საკუთარ რესურსებს და სამყაროში ნაპოვნი აქვთ საკუთარი ადგილი!  შენ კაცობრიობის რომელ კატეგორიას მიეკუთვნები? 
  • თუ შენ ხშირად გაქვს განცდა, რომ ცხოვრება უფრო მეტ საშუალებას იძლევა,  ვიდრე შენ იყენებ რეალურად;
  • თუ გულის სიღრმეში გაქვს განცდა, რომ დაიბადე იმისათვის, რათა მიაღწიო წარმატების მწვერვალს და ამისათვის საკმარისი რესურსიც გაქვს, მაგრამ არ იცი როგორ განავითარო და გამოიყენო შემდეგ ისინი;
  • თუ გაქვს განცდა, რომ შენ თითქოსდა არ ცხოვრობ  მთლად შენი ცხოვრებით’
  • თუ მოგბეზრდა იყო ისეთ მდგომარეობაში, სადაც გაქვს განცდა, რომ შენ გარეშე  მიდის ცხოვრება;
  • და ბოლოს თუ ეძებ კითხვებზე პასუხს, რომელიც შენთვის ძალზე მნიშვნელოვანია, მაშინ შენ გეძლევა შანსი, რომ ახლა და ამჟამად მიიღო  პასუხი შენს კითხვებზე და შეცვალო შენი ცხოვრება უკეთესობისაკენ!

    გთავაზობთ    პიროვნული განვითარების ჯგუფს 

შეცვალე შენი ცხოვრება დღეს!
 
გთავაზობთ  ინტენსიური  ჯგუფურ მუშაობს  ყველასგან განსხვავებულ, სწრაფშედეგიან, სახალისო და საქართველოში  სრულიად  ახალ  ტექნოლოგიებს. ჯგუფი წარმოადგენს სოციალურ  მიკროგარემოს, რომელშიც პიროვნება იხედება, როგორც სარკეში და ხედავს საკუთარ დადებით და უარყოფით მხარეებს. ჯგუფში არსებული გულახდილი, თბილი და კონფიდენციალური გარემო ეხმარება ადამიანს,  შეცვალოს ის ქცევები, რომლებიც მას არ მოსწონს. ჯგუფს ჰყავს წამყვანი, რომელიც მიმართულებას აძლევს და ეხმარება მის თითოეულ წევრს პიროვნულ ზრდაში. ინდივიდუალური შეხვედრების  განგანსხვავებით,  ჯგუფური მუშაობის დროს აქტიურად მუშაობს არა მარტო წამყვანი, არამედ ყოველი წევრი ჯგუფისა, რაც მის განვითარებასა და წინსვლას უზრუნველყოფს.
 
ჯგუფში ჩამოყალიბებული თბილი, უსაფრთხო  და კონფიდენციალური გარემო დაგეხმარებათ:
  • უკეთ  შეიცნოთ საკუთარი თავი და განიცადოთ პიროვნული ზრდა;
  • გაააქტიუროთ შინაგანი რესურსები და გახდეთ თვითრეალიზებული;
  • თავისუფლად გამოხატოთ საკუთარი განცდები და განთავისუფლდეთ კომპლექსებისაგან;
  • გააუმჯობესოთ ურთიერთობები გარშემომყოფებთან;
  • მიიღოთ ეფექტიანი გადაწყვეტილებები წარმატების მისაღწევად;
 პიროვნული განვითარების ჯგუფის თემები იქნება:
  • წარმატების ფსიქოლოგია
  • ცხოვრების საზრისი  ანუ ჩემი მისია
  • მარტოობა და მისი დაძლევის ალტერნატიული ხერხები
  • სექსი და ურთიერთობები, მისგან გამომდინარე გართულებები
  • დეპრესია როგორც  ,,სურდოს’’ ანალოგი და მისი დაძლევის ტექნიკა
  • რესურსების აღმოჩენა და გააქტიურება
  • კომპლექსების დაძლევა
  • ფობიები
  • რელაქსაცია 
  • და სხვა
 წარსული უკვე იყო, მომავალი კი ჯერ არ დამდგარა. ახლა საუკეთესო დროა ახალი ცხოვრების დასაწყებად. 
 
შეხვედრები ჩატარდება კვირაში  ორჯერ, სულ 12 შეხვედრა.
შეხვედრის ხანგრძლივობა: 2 საათი.
ჯგუფის დაწყების თარიღია: 17.05.2012
დაწყების დრო: 19:00 სთ.  
კურსის ღირებულება: 100 ლარი  (გადახდა წინასწარ.  14 მაისამდე  მოქმედებს  20% ფასდაკლება)
 
ჯგუფის წამყვანი იქნება:
გიორგი დონაძე ფსიქოლოგი, ფსიქოკონსულტანტი, ტრენერი. ფსიქოდრამის, ეგზისტენციალური თერაპიის კრიზისულ კონსულტირებაში ჯგუფის წამყვანი. ჯგუფის ხელმძღვანელი.  ბიოგრაფია

იმისთვის, რომ გახდეთ  პიროვნული განვითარების ჯგუფის  წევრი, გთხოვთ  გამოაგზავნეთ საკონტაქტო მონაცემები, მოკლე ინფორმაცია საკუთარი თავის შესახებ და  ის, თუ რის გამო გსურთ ჯგუფში მონაწილეობა შემდეგ  ელექტრონულ ფოსტაზე: gdonadze@gmail.com

თქვენი მონაცემების გადახედვის შემდგომ ჯგუფის ხელმძღვანელი პირადად დაგიკავშირდებათ.
PageRank Push 2 Check
All Rights Reserved@2011-2012. შეცვალე შენი ცხოვრება Change.ge