როგორ მივაღწიოთ სასურველ მიზანს?

Written by admin. Posted in ბლოგი, წარმატების ანატომია

,,მიზნის ძიება ბავშვს გავს, რომელიც ფეხის იდგავს და ცდილობს ყოველ ჯერზე უკეთ გაიაროს, შეიძლება რაიმემ შეაშინოს და დროებით შეჩერდეს მისი სიარული, მაგრამ ბოლოს რამოდენი ცდის შემდეგ მაინც გაივლი!”

სანამ რაიმე მიზანს მივაღწევთ ბუნებრივია მანამდე იმაზე უნდა ვიფიქროთ თუ როგორ დავისახოთ მიზანი, როგორ ვაიძულოთ თავი მოგვინდეს შედეგი, როცა ვიცით, რომ მიზნის მიღწევის შემთხვევაში ჩვენ გვექნება არა მარტო ის, რაც გვინდოდა, არამედ ათასი არასაჭირო და დამღლელი წვრილმანების მთები თუ ზღვები!

სწორედ ეს არის ერთ-ერთი მთავარი წარმატების მიღწევის ფსიქოლოგიაში, გარდა იმისა, რომ მიზნის დასახვაა საჭირო უნდა გავცეთ შემდეგ კითხვებს პასუხი: რას მომიტანს ამ მიზნის მიღწევა? რად მიღირს ეს მიზანი? რა სარგებელი და ზიანი შეიძლება მომიტანოს მისმა განხორციელებამ?

წარმატების ფსიქოლოგიაში ითვლება, რომ მიზანი კი არ უნდა ცვალო არამედ საშუალება. როდესაც რაღაც მიზანი გაქვს და არ გამოგდის, ეს ხშირად არასწორი საშუალებების ბრალია. მაგრამ ასევე გასათვალისწინებელია თუ მიზანი გაქვს და ეს მიზანი არ პასუხობს კითხვას მართლა მინდა თუ ისე რა? რად მიღირს ეს მიზანი? ამ შემთხვევაში სწორია შევცვალოთ მიზანი.

წარმატების მიღწევა კონკრეტული გამოცდილების შეძენას უკავშირდება, თუნდაც წარუმატებელი მცდელობების გამოცდილებას, რომელიც შემდგომში წარმატების საწინდარი შეიძლება გახდეს. ალბათ ხშირად მოგისმენიათ საზოგადოებაში მსგავში ტიპის ფრაზები: ,,ჩვეულებრივი ადამიანისთვის თუ მას ბედი განსაკუთრებულად არ წყალობს, რთულია ცხოვრების გზაზე სიარული ისე რომ არ წაიქცეს.’’

თუ გსურს, რომ წარმატებისაკენ იარო, უნდა ისწავლო საკუთარ თავზე აიღო 100%-ით პასუხისმგებლობა საკუთარ ქმედებებზე წარმატებული იქნება ის თუ წარუმატებელი, არ უნდა გადააბრალო სხვებს  წარუმატებლობის მიზეზი, უნდა გამოიტანო დასკვნები თუ რა მოხდა რომ მიზანი რომელიც დაისახე არ განხორციელდა! რამ შეგიშალა ხელი? ყველა შემთხვევაში წარუმატებლობაც გამოცდილებაა, რომელიც დაგეხმარება გამოიტანო დასკვნები და ეს გამოცდილება აქციო წარმატების საწინდრად! არ არსებობს წარუმატებლობა, არსებობს უკუკავშირი ანუ ნებისმიერი ქმედება არის წარმატებული თუ ამ გამოცდილებას გამოიყენებ დადებითად, აქცევ რესურსად და მიხვდები რამ შეგიშალა ხელი წარმატების მიღწევაში? რა უნდა შეცვალო და რა უნდა გააკეთო ამ გამოცდილებაზე დაყრდნობით შემდეგში სასურველი მიზნის მისაღწევათ?

თუ იმ ადამიანს აქვს მიზანი დასახული და ვერ აღწევს, შესაბამისად მას ქონია დასახული მიზნათ მისი არ მიღწევა. არსებობს კითხვები, რომ გამოვრიცხოთ ის შესაძლო მიზეზები. მართლა მინდა ეს თუ ისე რა? რამდენად მნიშვნელოვანია ეს სურვილი ჩემთვის? ეს მე მსურს თუ სხვების სურვილია, რომელიც მე გავითავისე? შეეცადე გამოყო მიზანი, რომელსაც გინდა რომ მიაღწიო და უპასუხე ამ კითხვებს. შედეგი შეგიძლია მოგვწერო.

გაგრძელება იქნება…

Trackback from your site.

Comments (3)

  • MARI

    |

    მოგესალმებით.. ძალიან დავინტერესდი ამ საიტიტ ..მე ვსწავლობ ფსიქოლოგიურზე , მეოთხე კურსზე ვარ. დღეს გამოგვიცხადეს რომ პრაქტიკები არ გვექნება რამაც დამაგონა, მინდა გავხდე კარგი ფსიქოლოგი, შევიძინო კარგი ცოდნა და გამოცდილება, მირჩიეთ როგორ განვამტკიცო ცოდნა, ან რა ტრენინგები გავიარო დამატებით,…:)

    Reply

    • admin

      |

      გამარჯობა მარი. მიხარია, რომ ჩვენი საიტი მოგეწონა :) სამწუხაროდ პრაქტიკების გავლის მცირე შესაძლებლობაა საქართველოში და ეს ძალიან ცუდათ აისახება ფსიქოლოგიის სფეროზე, ფაქტიურად ძალზედ მცირე ადამიანი ახერხებს ამ სფეროში რეალიზაციას, ერთი მიზეზია ის რომ საჭიროება ამ სფეროსი ნათლად არ არის დანახული ამ ქვეყანაში და მეორე სწორედ შესაბამისი პრაქტიკის გავლის ნაკლები საშუალება. ამ ეტაპზე შემიძლია შემოგთავაზო ჯგუფური მუშაობის ერთ-ერთი ეფექტური მეთოდი ფსიქოდრამა, რაც მოგცემს საშუალებას საკუთარ თავზე იმუშავო და ასევე ჯგუფის დინამიკა დაინახო თვალნათლივ, დაწვრილებით შეგიძლია იხილო მოცემულ ბმულზე: http://change.ge/fsiqodrama-2

      Reply

  • BaDrI

    |

    mogesalmebit!me dges shevityve am saitis shesaxeb sruliad shemtxvevit da mixaria rom es shemtxvevitoba moxda me arc psiqologi var da arc kurs damtavrebuli tumca yoveltvis aqet mdzalavda ragac…

    Reply

Leave a comment

PageRank Push 2 Check
All Rights Reserved@2011-2012. შეცვალე შენი ცხოვრება Change.ge