როგორ უნდა მოვუსმინოთ ბავშვს?

Written by admin. Posted in ბლოგი, მშობელთა კლუბი

ბავშვიხშირად მშობლებმა არ იციან როგორ დაეხმარონ პატარას, როდესაც მას რაიმე უჭირს, რაიმის ეშინია და ამის გამო ხშირად ძილი უფრთხება, ნახულობს კოშმარებს. მშობლები ფიქრობენ რომ მას მალე გადაუვლის ეს განცდა და ცდილობენ რომ დაამშვიდონ, უთხრან რომ ეს საშიში არ არის, მაგრამ მხოლოდ ესეთი ფორმით პატარას დამშვიდება ამ დროს არ კმარა. როდესაც ბავშვის მეტყველება უკვე საკმაოდ არის განვითარებული ასეთ შემთხვევაში აუცილებელია მას მოვუსმინოთ და მივცეთ საშუალება გამოხატოს ემოციები, რომელიც ასე აწუხებს.

სწორად მოსასმენად საჭიროა:

მთლიანად კონცენტრირდეთ ბავშვზე.

უყურეთ თვალებში და შეძლებისდაგვარად ისე ჩაჯექით, რომ თქვენი მზერა ერთ დონეზე იყოს.

არ გაწყვეტინოთ საუბარი, აცადეთ როცა აკეთებს პაუზას ცოტა ხანი.

აჩვენეთ ბავშვს, რომ ყურადღებით და ინტერესით უსმენთ. შეგიძლიათ გამოიყენოთ სიტყვები: ,,გასაგებია”, “მერე-მერე”, ,,უყურე შენ” ,,უჰუ”.

აჩვენეთ მას რომ თქვენ მისი გესმით და იზიარებთ მის განცდებს. მაგ: როდესაც ბავშვი არის გაბრაზებული და ამბობს:  ..ნიკამ სათამაშო წამართვა” თქვენ შეგიძლიათ უთხრად: ,,ალბათ ძალიან გაბრაზდი” ანუ ბავშვი გეუბნებათ ქცევას, თქვენ ეუბნებით, ახმოვანებთ ემოციას. ამ დროს საუბარი ხდება უფრო გახსნილი და ამით ნდობა უჩნდება თქვენი, პრობლემებიც მარტივად გვარდება.

Tags: , , , , , , ,

Trackback from your site.

Leave a comment

PageRank Push 2 Check
All Rights Reserved@2011-2012. შეცვალე შენი ცხოვრება Change.ge