,,რთული ბავშვები”

Written by admin. Posted in ბლოგი, მშობელთა კლუბი

როდესაც ლაპარაკია „რთულ ბავშვზე“, ყოველთვის უნდა გავიგოთ რა ხდება ოჯახში. ბავშვები გამოხატავენ თავიანთ სათქმელს და გრძნობებს ქცევაში. ამიტომ, საჭიროა მშობლებს ავუხსნათ, ვასწავლოთ და დავეხმაროთ, რომ გააცნობიერონ ეს. თქვენ იტყვით, რომ ეს ხომ ისედაც ნათელია. მაგრამ დამიჯერეთ არსებობს დეტალები, რომელსაც მშობელი ვერ აგნებს და რაც მხოლოდ ემპათიის საშუალებით მიიღწევა.

ნარცისი მშობლების ქვაკუთხედში ნაკლებია ემპათია და უპირობო სიყვარული. ნარცისი მშობლები ნაკლებად ერთვებიან ბავშვის ემოციურ სამყაროში და არ აქვთ კავშირი ბავშვთან მათ ყოველდღიურ ცხოვრებაში. ნარცისი მშობლები მეტად დარდობენ იმაზე, რას აკეთებს ბავშვი, ვიდრე იმაზე, ვინ არის ბავშვი. ისინი ბავშვის საქციელს მიიჩნევენ საკუთარ ანარეკლად.
ნარცისებს არ აქვთ კავშირი საკუთარ გრძნობებთან, ამიტომ ბავშვში ცდილობენ მოათავსონ ეს გრძნობები. ამ დროს ბავშვი არეულია და გაურკვევლობაშია: „ჩემი ბრალია, რომ ჩემი მშობელი არ არის ბედნიერი?“ „რატომ არ ვუყვარვარ მშობლებს?“

სანამ დამტვრეული ძვლები, ქამრის გადაჭერა და სხვა ფიზიკური ძალადობა იჩენს თავს, უნდა განვიხილოთ და დავარწმუნოთ მშობლები, რომ არ უგულვებელყონ ბავშვის ფსიქოლოგიური და ემოციონალური ძალადობა. ნარცისი მშობლების ბავშვებს ხშირად უჭირთ სრულფასოვნად იგრძნონ თავი და იტანჯებიან მშობლების სიყვარულის ნაკლებობის გამო. ბავშვებს სურთ სიყვარული უპირობოდ და არა მათით სარგებლობა. მათ სურთ მშობლებისგან უპირობო სიყვარული, მაგრამ ნარცის მშობელს არ შეუძლია მისცეს ბავშვს ის, რაც თვითონ არ გააჩნია. წარმოიდგინეთ, რომ მას აქვს მაგარი ველოსიპედი, მაგრამ არ იცის ტარება. ბავშვი კი დაბნეული, მაგრამ იმედით ელოდება მას, რომ ეგებ შეძლოს და გაატაროს ველოსიპედი.

ეს მინდა, რომ ხმამაღლაგანვაცხადო: მშობლობა არ ნიშნავს საჭმელს, ტანსაცმელს და თავშესაფარს!!! ეს ყველაფერი მას ობოლთა თავშესაფარშიც შეიძლება ქონდეს. მშობლის მოვალეობა არის ბავშვის ემოციური კეთილდღეობა და მათ გრძნობებსა და ფიქრებზე ზრუნვა.

საჭიროა შენიშნოთ ვინ არიან ისინი სინამდვილეში და ხელი შეუწყოთ მათ ინდივიდუალური „მე“–ს განვითარებას. ეს ბევრად უფრო შრომატევადია და მნიშვნელოვანი, ვიდრე ზემოთჩამოთვლილი სხვა დანარჩენი აქტივობები. ბავშვებს უბრალოდ სურთ მოუსმინოთ და დაინახოთ ისინი. „რთული ბავშვები“ არ არსებობენ. ყველა „რთულად მიჩნეულ“ ბავშვს აქვს მოსაყოლი ოჯახის ‘რთული“ ისტორია. ჩვენ ბევრი ისტორია გვსმენია ბავშვზე მშობლის ძალადობაზე და თუ გვსურს ამის შეცვლა, ყურადღება უნდა გავამახვილოთ მშობლის ნარცისიზმზე.ნარცისიზმის საპირისპირო მხარეა ემპათია. ემპათიის მქონე მშობელი უზრუნველყოფს ბავშვის ემოციურ კეთილდღეობას.

„ემპათია“ – ემპათია შემდეგი სიტყვებით შეიძლება გამოიხატოს „მომეცი შენი თვალი, რომ შენი თვალით შევხედო სამყაროს“. ემპათია ნიშნავს, რომ ერთი ადამიანი მგრძნობიარედ და ზუსტად რეაგირებს მეორე ადამიანის გრძნობებზე, თითქოს ეს საკუთარი განცდები იყოს.

სტატია მოამზადა: მარიტა მერკვილაძემ

Tags: , , , , ,

Trackback from your site.

Leave a comment

PageRank Push 2 Check
All Rights Reserved@2011-2012. შეცვალე შენი ცხოვრება Change.ge