შენ არ შეგიძლია!

Written by admin. Posted in NLP, ბლოგი

სულერთია, რამდენად ახალგაზრდა, ასაკოვანი, მსუქანი, გამხდარი, მაღალი, დაბალი, გენეტიკურად დაჯილდოებული, ნიჭიერი, ინტელექტუალური  ხარ და რამდენად განვითარებულ უნარ-ჩვევებს ანდა კვალიფიკაციას ფლობ…

ამას არა აქვს მნიშვნელობა, რადგან

მნიშვნელოვანია

რაში იყენებ იმ მონაცემებს, რაც გებოძა!

შენ არ შეგიძლია შეცვალო შენი გენეტიკა,

სამაგიეროდ შეგიძლია

შეცვალო მისი გამოყენების თავისებურება!

 

შენ არ შეგიძლია შეცვალო შენი ასაკი,

სამაგიეროდ, შეგიძლია შეცვალო შენი ასაკობრივი ჩვევები ისე, რომ ამან სურვილისამებრ, ან შეგმატოს ასაკი ანდა გაგაახალგაზრდავოს.

შენ არ შეგიძლია შეცვალო სხვა ადამიანები,

სამაგიეროდ,  შეგიძლია შეცვალო შენი დამოკიდებულება მათ მიმართ, მოეპყრო და რეაგირება მოახდინო სხვაგვარად.

შენ არ შეგიძლია შეცვალო შენი უნარების თანდაყოლილი დონე,

სამაგიეროდ შეგიძლია სრულად გამოიყენო ისინი და განავითარო.

შენ არ შეგიძლია შეცვალო შენი წარსული.

სამაგიეროდ, შეგიძლია შეცვალო მისი ზეგავლენა შენს აწმყოსა და მომავალზე. ნუ შეიზღუდები საკუთარი ისტორიით, როგორც ამას ბევრი აკეთებს.

შენი წარსული არაფერსაც არ მეტყველებს შენს შესაძლებლობებზე და, უფრო ხშირად, უხეირო ინდიკატორია იმისა, რისი გაკეთებაც მომავალში ან თუნდაც, ამ წუთში შეგიძლია.

თუ უმრავლესობისგან დიდად არ განსხვავდები, მაშინ შენი მიღწევები ანდა მარცხი შენი შიშების ანარეკლი უფროა, ვიდრე შენი ჭეშმარიტი უნარებისა და ნიჭის!

ნუ მისცემ უფლებას შენს ეჭვიან, მერყევ, მოცახცახე გონებას ბედნიერებისკენ მიმავალ გზაზე

გადაგეღობოს!

შენ საკმარისად ნიჭიერი,

საკმარისად გამბედავი,

საკმარისად კრეატიული,

საკმარისად ჭკვიანი,

საკმარისად ძლიერი

და

დანამდვილებით ბედნიერების ღირსი ხარ!

მაშ, რა გაყოვნებს?

Tags: , , , , , , ,

Trackback from your site.

Comments (1)

  • suxo

    |

    გენეტიკა შევადარე საჰაერო გასაშვებ გველს (Воздушные змеи) როგორც მოქაჩავ, რომელ მხარესაც მისწევ და როგორც მიუშვებ — ისე ლამაზად იფრენს, თავისთავად ზურგის ქარიც უნდა უბერავდეს, ეს აუცილებელია.
    თავიდანვე თუ გაეცნობი საკუთარ გენეტიკას, ისე შეხედავ თითქოს და ის მეორე შენ ხარ და მას ლმობიერად მოეპყრობი, შეისწავლი მის დადებით და უარყოფით მხარეებს, ჩათვალე რომ შერიოზული საბრძოლო იარაღი გიკავია და ცხოვრების ბოლომდე ის ყოველდგიურად თვითგანახლებადი იქნება შენ საკეთილდღეოდ.

    Reply

Leave a comment

PageRank Push 2 Check
All Rights Reserved@2011-2012. შეცვალე შენი ცხოვრება Change.ge