როდესაც სიყვარული სიკვდილზე ძლიერია

Written by admin. Posted in არა-კი, ბლოგი

უძველეს დროში სიყვარულის ფერია ჩუქნიდა შეყვარებულებს თავის ჯადოსნურ ყვავილს. მაგრამ ადამიანები უდიერად ეპყრობოდნენ თავის სიყვარულს და ამ დროს ჯადოსნური ყვავილი ჭკნებოდა. ფერია ერთხელაც გაბრაზდა ადამიანებზე და გადაწყვიტა რომ არავისთვის აღარ ეჩუქნა თავისი ჯადოსნური ყვავილი.

ამ დროს ერთ ლამაზი პრინცესას შეუყვარდა მამაცი ახალგაზრდა კაცი.
- კეთილო ფერია, გვაჩუქე ჩვენ სიყვარულის ყვავილი-სთხოვა პრინცესამ-გპირდებით, რომ ჩვენ მას შევინახავთ და გავუფრთხილდებით მთელი ცხოვრება. ფერიამ მიუგო:
-ადამიანებს არ შეუძლიათ დაიცვან თავისი სიყვარული. ამიტომ ისინი არ იმსახურებენ ჩემს საჩუქარს.
-მაშინ აიღე ჩემი გული ფერია! სულ ერთია მე ვერ ვიცოცხლებ სიყვარულის გარეშე- აქვითინდა პრინცესა

სიყვარულის ფერია ესეც მოიქცა. მან გადააქცია პრინცესას გული სიყვარულის ჯადოსნურ ყვავილად და დარგო ყველაზე ღრმა უფსკრულის პირას. ვინც მოინდომებდსა მის მოწყვეტას, იმ წამსვე ჩავარდებოდა უფსკრულში. ადამიანები ეტრფოდნენ ჯადოსნურ ყვავილს, მაგრამ მიახლოვებას ვერავინ ბედავდა.
შეიტყო ამ ყვავილის შესახებ მამაცმა კაცმა და თქვა:
- უმჯობესია დაიღუპო სიყვარულისთვის, ვიდრე ცხოვრება გაატარო მის გარეშე!- გადაიხარა მამაკაცი და მიწვდა ყვავილს.
მკვეთრი მოძრაობის შედეგად ფეხქვეშ გამოეცალა ნიადაგი და დაიწყო ვარდნა ქვევით, მაგრამ მას გულში ჰქონდა ჩახუტებული სიყვარულის ყვავილი, მოულოდნელად მისი მხრებზე გაჩნდა ფრთები, ის მსუბუქათ დაეშვა მიწაზე, მას ხელში ეჭირა მისი და ულამაზესი პრინცესას სიყვარულის სიმბოლო.

ამის შემდგომ სიყვარულის ფერია რგავს სიყვარულის ჯადოსნურ ყვავილს უფსკრულის პირას და მხოლოდ გაბედულ ადამიანებს შეუძლიათ შეეხონ მას და მოწყვიტონ!

Trackback from your site.

Leave a comment

PageRank Push 2 Check
All Rights Reserved@2011-2012. შეცვალე შენი ცხოვრება Change.ge