10 სექტემბერი თვითმკვლელობის (სუიციდის) პრევენციის მსოფლიო დღეა

Written by admin. Posted in ბლოგი, ფსიქოკონსულტაცია

 

სუიციდი (ლათინური sui caedere – თავის მოკვლა, საკუთარი სიცოცხლის მოსპობა) ადამიანური ცივილიზაციის თანამდევი უძველესი და უდავოდ მასშტაბური პრობლემაა. დღეისათვის მსოფლიოში ყოველწლიურად ერთ მილიონამდე ადამიანი სიცოცხლეს თვითმკვლელობით ასრულებს, წარუმატებელი მცდელობების რაოდენობა კი ბევრად მეტია.
ამ მოვლენას განსაკუთრებულ ტრაგიზმს ის გარემოება სძენს, რომ მსოფლიოში თვიმკვლელთა დიდი უმრავლესობა 15–24 წლისაა, რაც იმით უნდა აიხსნას, რომ სუიციდის უმთავრესი მიზეზები – დეპრესია, სასიყვარულო მარცხი, სწავლასთან თუ თანატოლებთან დაკავშირებული პრობლემები, სწორედ ახალგაზრდებში აღიქმება ყველაზე მწვავედ.
სუიციდის პრევენციის საერთაშორისო დღეს მთელი მსოფლიო ცდილობს უმძიმესი პრობლემის კიდევ ერთხელ გააზრებას და მისი გამომწვევი მიზეზებისგან საზოგადოების გათავისუფლების გზების დასახვას.

ამისთვის კი პირველ რიგში უნდა გაირკვას: ვინ იკლავს თავს?

ფსიქიკურად დაავადებული პირები ხშირად ხდებიან თვითმკვლელობის მსხვეპლნი, თუმცა ის შეხედულება, რომ მხოლოდ ფსიქიურად არაჯანსაღი ადამიანი იკლავს თავს, მცდარია. შესაბამისი ემოციური ფონი შესაძლოა გაძლიერდეს ან/და შეიქმნას სხვადასხვა მიზეზიდან გამომდინარე. ასევე სხვადასხვაა ამ ფონის გამოვლენის გზები. ყველაზე ჯანმრთელმა და ფსიქოლოგიურად ძლიერმა ადამიანმაც კი შესაძლოა მიმართოს სუიციდს გარკვეულ შემთხვევებში.
ალკოჰოლზე დამოკიდებული ან მისი ხშირი მომხმარებლები შესაძლოა გახდნენ თვითმკვლელობის მსხვერპლნი. იგივე შეიძლება ითქვას სხვადასხვა ნარკოტიკულ საშუალებებზე დამოკიდებულ პირებზეც.
ისინი, ვინც დიდი დანაკარგის წინაშე აღმოჩდნენ – დაკარგეს საყვარელი ადამიანი, განქორწინდნენ, დაკარგეს სამსახური და აშ.
ადამიანები, რომლებიც განიცდიან ან გადაიტანეს ფიზიკური ან სულიერი ტრავმა – დაკარგეს მხედველობა, პარალიზებულნი არიან ან განიცდიან მუდმივ ტკივილს,აქვთ სომატური უკურნებელი დაავადება; ადამიანები, რომლებმაც დიდი სულიერი ტრავმა მიიღეს რაღაც კონკრეტული შემთხვევის ნიადაგზე. ამ დროს შემთხვევას იმდენად დიდი მნიშვნელობა არ ენიჭება, როგორც მის შედეგს.
მარტოსული ადამიანები, რომლებსაც არავინ ჰყავთ ან თავს გრძნობენ ყველასგან გარიყულად და მიტოვებულად.
წარსულში სუიციდის მცდელობის მქონე პირები, განსაკუთრებით ის პირები ვისაც ძალადობრივი მეთოთიდ სცადეს(თავის ჩამოხრჩობა, ცეცხსალსროლი იარაღი,გადმოხტომა სიმაღლიდან და ა.შ)  ან ისინი, ვისაც ოჯახში უკვე ჰქონდა მსგავსი შემთხვევა.

თვითმკვლელობის მსურველთა და განმახორციელებელთა რიცხვი წლიდან წლამდე იზრდება. თითქმის ყველა ქვეყანაში არსებობს ცხელი ხაზი, სადაც სუიციდის მსურველებს შეუძლიათ დარეკონ და სპეციალისტების დახმარება მიიღონ. ერთ–ერთი მათ შორის არის სუიციდის პრევენციის საერთაშორისო ასოციაცია (IASP ), სადაც შესაძლებელია ინფორმაციის მოძიება სხვადასხვა ქვეყანაში არსებული დამხმარე ორგანიზაციების შესახებ:  http://www.iasp.info

თვითმკვლელობის პრევენცია: მეთოდები და საჭირო რჩევები

თვითმკვლელობაზე მოფიქრალი ადამიანი ზოგ შემთხვევაში პირდაპირი ფორმით არ ითხოვს დახმარებას. მაგრამ, ეს არ ნიშნავს, რომ მას ის არ სჭირდება. თვითმკვლელთა უმრავლესობას სულაც არ სურს სიკვდილი, მათ უბრალოდ იმ ტკივილის შეჩერება სურთ, რომელსაც განიცდიან.
სუიციდის პრევენცია იწყება მისი ნიშნების ამოცნობით. თუ გაგიჩნდათ ეჭვი, რომ რომელიმე თქვენი მეგობარი ან ოჯახის წევრი აპირებს მსგავსი ნაბიჯის გადადგმას, აუცილებლად დაელაპარაკეთ მას. თქვენ შეგიძლიათ წინ აღუდგეთ ამ ფაქტს. ადამიანების გადასარჩენად ხშირ შემთხვევაში სწორედ ახლობელი ადამიანი წარმოადგენს მთავარ მაშველ რგოლს.

თუ გაგიჩნდათ ეჭვი იმის თაობაზე, რომ პირს სიცოცხლის თვითმკვლელობით დასრულება სურს, არავითარ შემთხვევაში არ დატოვოთ მარტო. დარჩით მასთან. გაითვალისწინეთ, რომ ამ დროს ადამიანი ძალიან ფაქიზი და მგრძნობიარეა. შესაბამისად, ყოველი ფრაზა, რომელიც მის კრიტიკას ან გადარწმუნებას შეეხება, უბალოდ უნდა ამოიღოთ; შეეცადეთ პრობლემა მათი მხრიდან დაინახოთ. გახსოვდეთ, რომ რაც ერთი ადამიანისთვის უბრალო შემთხვევაა, მეორისათვის იმ მომენტისთვის გადაულახავი ბარიერია.

ებრძოლეთ მიზეზს და არა შედეგს. შეეცადეთ დაელაპარაკოთ და არ მიაქციოთ ყურადღება, რომ თავიდან დიდი ენთუზიაზმით არ შეხვდება ამ ფაქტს. შესაძლოა აგრესიითაც კი გიპასუხოთ; ფაქიზად შეარჩიეთ სიტყვები და ის აუცილებლად გაიხსნება. პრობლემის გარკვევის შემდეგ კი გამოსავლის პოვნა უფრო გაგიადვილდებათ. მთავარია ადამიანმა იგრძნოს, რომ მარტო არაა. რაც არ უნდა შეპყრობილი იყოს პირი სუიციდის იდეით, თუ დარწმუნებულია, რომ ის უყვართ, მნიშვნელოვანია და მისი სიკვდილი უდიდესი დარტყმა იქნება თუნდაც ერთი ადამიანისთვის, ის უარს იტყვის ამ ქმედების განხორციელებაზე.

გაიყვანეთ გარეთ, გაისეირნეთ სუფთა ჰაერზე. ეს მარტივად შესასრულებელი ქმედებები იმაზე უფრო შედეგიანია, ვიდრე შეიძლება ვარაუდობდეთ.
მიიღეთ მისგან თანხმობა და პირობა, რომ 24 საათი არაფერს გააკეთებს. სთხოვეთ ერთი კვირა დასაფიქრებლად, სანამ ის საბოლოოდ მიიღებდეს გადაწყვეტილებას. ამ პერიოდის განმავლობაში დაუშვებელია ალკოჰოლისა და სხვა ფსიქოტროპული წამლების(სპეციალისტის დანიშნულების გარდა!) ან ნარკოტიკების მიღება, რადგან ისინი უფრო ბინდავენ გონებას და ასტიმულირებენ სუიციდის გადაწყვეტილებას.
სახლიდან ან იმ ადგილიდან, სადაც აღნიშნული პირი იმყოფება, მოაშორეთ სიცოცხლისთვის საშიში ყველა საგანი, როგორებიცაა მაგალითად: დანები, სანთებელები, ბასრი საგნები, თოკი და სხვა.
გააღეთ ფანჯრები, რომ ჰაერმა თავისუფლად იმოძრაოს სახლში. აავსეთ გარემო სინათლით. შესაძლოა ეს უსიამოვნო იყოს მისთვის, მაგრამ აუცილებელია. ჩაბნელებული და დეპრესიული გარემო, სუიციდის იდეის ხორცშესხმას მხოლოდ ხელს შეუწყობს.
შეძლებისადგვარად მიეხმარეთ შეცვალოს გარემო ან სიტუაცია, რომელიც სტრესში აგდებს პიროვნებას იქნება ეს სამუშაო თუ საცხოვრებელი. თუმცა, შესაძლოა სტრესის მიზეზი კონკრეტული პიროვნებაც კი იყოს.
წაიყვანეთ მშვენიერ ადგილას, გაითვალისწინეთ მისი ინტერესები. შეეცადეთ თავი ბედნიერად, მოქმედად და მნიშნელოვნად აგრძნობინოთ. დაანახეთ პერსპექტივა და ისიც აუცილებლად გამოგყვებათ. ნებისმიერი წინაღობა შეიძლება გადაილახოს თუ დამაჯერებელი იქნებით. ეჭვი არ შეიტანოთ იმაში, რომ ყველაფერი კარგად იქნება, ეს ხომ მართლაც ასეა!
თვითმკვლელობის გადავადება ხშირ შემთხვევაში მის გამეორებას სამუდამოდ გვაცილებს.

წყარო:  დაავადებათსა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული  ცენტრი. 

მსგავსი  სტატია: http://change.ge/suicidi-2/?preview=true&preview_id=3239&preview_nonce=e1de929f8c

 

 

Tags: , , , , , , , ,

Trackback from your site.

Leave a comment

PageRank Push 2 Check
All Rights Reserved@2011-2012. შეცვალე შენი ცხოვრება Change.ge