Posts Tagged ‘მექანიზმი’

სიყვარულის ჯალათი – შესავალი (გაგრძელება)

Written by admin. Posted in ბლოგი, თვითანალიზი

დასაწყისი.

მე შევნიშნე, რომ ფსიქოთერაპიისთვის მნიშვნელოვანია 4 ძირითადი მოცემულობა: ჩვენი და ჩვენი ახლობლების გარდუვალი სიკვდილი; პასუხისმგებლობა, რომ ვაქციოთ ჩვენი ცხოვრება ისეთად, როგორიც გვინდა; ჩვენი ეგზისტენციალური მარტოობა; და ბოლოს, მკვეთრად განსაზღვრული აზრის ან მიზნის არარსებობა ცხოვრებაში. რაოდენ სასტიკადაც არ უნდა მოგეჩვენოთ ეს მოცემულობები, ისინი მაინც შეიცავენ გარკვეული სიბრძნისა და ხსნის მარცვალს. მე ვიმედოვნებ, რომ შევძელი მეჩვენებინა ათ ნოველაში, თუ როგორ შეიძლება დაიძლიოს ეს არსებობის მოცემულობები, და როგორ შეიძლება მათთან ბრძოლა გამოყენებულ იქნას პიროვნული ზრდისა და განვითარებისათვის.   ამ ცხოვრებისეული მოცემულობიდან ყველაზე აშკარა და გასაგებია სიკვდილის ფაქტი. ჯერ კიდევ ბავშვობაში, გაცილებით ადრე, ვიდრე გვგონია, ვხვდებით, რომ სიკვდილი გარდუვალია. ამის მიუხედავად, სპინოზას სიტყვებით რომ ვთქვათ: “ყოველივე მიისწრაფვის გადარჩენისკენ საკუთარი არსებობის გზით”.

PageRank Push 2 Check
All Rights Reserved@2011-2012. შეცვალე შენი ცხოვრება Change.ge