Posts Tagged ‘მორალი’

ყველაფერი დამოკიდებულია ,,სარკმელზე”

Written by admin. Posted in არა-კი, ბლოგი

ახალ სახლში გადავიდა ერთი წყვილი, ყოველ დღე , ცოლი იღვიძებდა გადახედავდა ფანჯრიდან მეზობლის აივანზე გაფენილ სარეცხს და თავის ქნევით ქმარს ეუბნებოდა,

- რა ჭუჭყიანი თეთრეულია, ან რეცხვა არ იციან ან საპონი არ უვარგათო,
ქმარი გაიღიმებდა და არაფერს ამბობდა,
ასე გავიდა რამდენიმე დღე, მეზობლის დარეცხილ სარეცხზე წუწუნში და ერთხელაც იღვიძებს ცოლი იხედება ფანჯარაში და გაოცებული შესძახებს ქმარს – შეხედე დღეს მათი დარეცხილი თეთრეული რა სუფთა და კრიალაა! ალბათ რეცხვა ისწავლეს
- არა , – უთხრა მეუღლემ, – უბრალოდ დღეს დილით ადრე ავდექი და ჩვენი ფანჯრის მინები გავწმინდე.

PageRank Push 2 Check
All Rights Reserved@2011-2012. შეცვალე შენი ცხოვრება Change.ge