Posts Tagged ‘შიში’

რა საიდუმლოს უმალავს მამაკაცი ქალს?

Written by admin. Posted in ბლოგი, ქალი და მამაკაცი

ეს პოსტი ალბათ არ დაიწერებოდა (ანუ მე არ დავწერდი), რომ არა ერთი საგულისხმო შემთხვევა: ორიოდე დღის წინ ქმარმა სამსახურში შემომიარა. საუბრისას მკითხა – „ჰო, მართლა, ის შეხვედრა როგორ დამთავრდა?“ (მხედველობაში ჰქონდა ერთ-ერთი მოლაპარაკება).

მე მოყოლა დავიწყე…

დაახლოებით სამი წუთის შემდეგ მან გამაჩერა: „ეს არ მაინტერესებს, არ შეგიძლია მოკლედ გადმოსცე არსი? მე გკითხე, რით დამთავრდა შეხვედრა, შენ კი გააბი…“

ჰოდა, სწორედ ამის შემდეგ დავფიქრდი: ჯანდაბა! ხომ ჩინებულად ვიცი, რომ კაცებს მშრალი ფაქტები და საქმის არსი უფრო აინტერესებთ, ვიდრე ისეთი სულელური დეტალები, როგრიცაა: „მერე მან ინტერესით შემომხედა, ვიგრძენი, რომ ცოტა გაბრაზდა კიდეც, რადგან ჰალსტუხს ხელი წაავლო და აგრესიულად დაქაჩა და ამ დროს მივხვდი, რომ ოფლადაც გაიღვარა… თანაც ხომ გახსოვს, იმ დღეს როგორ ცხელოდა, ნინიმ რომ შემოგვიარა, ხომ გვითხრა კიდეც, დღეს აუზზე წავალ, ცოტას გავგრილდებიო… მართლა, აუზზე გამახსენდა, წელს ზღვაზე წავალთ?… ჰოდა, იმას გეუბნებოდი, რომ ჰალსტუხი დაქაჩა და მითხრა: ჩვენი ამჟამინდელი ფინანსური მდგომარეობა საშუალებას არ იძლევა… ისა, ერთი გამაგებინე,   მართლაცდა, რატომ ტირიან ეს მდიდარი ბურატინოები სულ ფულზე, რა, კარგად აქვთ დაცდილი?… მოკლედ, მე ვუპასუხე, რომ…“

აღარ გავაგრძელებ და პირდაპირ დავსვამ კითხვას: მაინც რატომ უჭირთ ქალებს ასე ძალიან მამაკაცის გაგება? რაში მდგომარეობს ძირითადი მიზეზი?

PageRank Push 2 Check
All Rights Reserved@2011-2012. შეცვალე შენი ცხოვრება Change.ge