როგორი თვითფლობის უნარი გაგაჩნიათ?(ტესტი)

Written by admin. Posted in ბლოგი, სტატია

ტესტითვითფლობა გულისხმობს საკუთარი თავის წარმოჩენის უნარს სხვებზე შთაბეჭდილების მოხდენის მიზნით. თვითფლობის მაჩვენებლის მიხედვით ადამიანები დაბალი და მაღალი უნარის მქონე პიროვნებებად იყოფიან.

მაღალი თვითფლობის ადამიანები: მეტად აქცევენ ყურადღებას სხვათა მოსაზრებებს, მათი ქცევა სიტუაციის შესაბამისად იცვლება, შესაძლებელია უმრავლესობის აზრს ეთანხმიან, მაგრამ მათ შინაგანთ სხვა აზრი გააჩნდეთ წინასწარ აგროვებენ ინფორმაციას იმ ადამიანების შესახებ რომლებთანაც შეხვედრას აპირებენ იმისთვის, რომ მოახდინონ დადებითი შთაბეჭდილება. მაღალი თვითფლობის მქონე ადამიანები დიდ ყურადღებას აქცევენ პარტნიორის გარეგნულ მიმზიდველობას, მაშინ როდესაც დაბალი თვითფლობის მქონე ადამიანები უპირატესობას პიროვნულ მახასიათებლებს ანიჭებენ. მაღალი თვითფლობის მქონე ადამიანები მეტად აკონტროლებენ საკუთარ თავს, ისინი უფრო დიდი სიზუსტით ახდენენ ემოციების ამოცნობას, ვიდრე დაბალი თვითფლობის ადამიანები. ისინი მიისწრაფიან, რომ სრულად აღიქვან სამყაროს მრაფალფეროვნება.

დაბალი თვითფლობის ადამიანები: ნაკლებად აკონტროლებენ საკუთარ თავს და დაუფარავად გამოხატავენ იმას, რასაც ფიქრობენ და გრძნობენ. იქცევიან თავისი აზრების შესაბამისად და ნაკლებად რეაგირებენ სიტუაციისა და გარემოს მოთხოვნებზე. მათ ურჩევნიათ ერთფეროვან გარემოში ცხოვრება, რაც საშუალებას აძლევს მათ ურთიერთობა იქონიონ ერთი და იგივე ადამიანებთან, რომლებიც მათ მოსწონთ. ისინი თვლიან, რომ რისიც გჯერა ის უნდა აკეთო ცხოვრებაში.

როგორც ყოველთვის ახლაც შემოგთავაზებთ ტესტს, რომელიც მოგცემთ საშუალებას გამოარკვიოთ თუ როგორი თვითფლობის უნარი გაგაჩნიათ

ინსტრუქცია: ყოველი ჩვენგანი სხვადასხვა სიტუაციაში მეტ-ნაკლებად ახორციელებს ქვემოთ ჩამოთვლილ ქცევას. გთხოვთ ყურადღებით წაიკითხოთ სია და თუ ქცევა შეგესაბამებათ მოინიშეთ დიახ , ხოლო თუ  არ შეგესაბამებათ, მაშინინ მონიშნეთ არა. გთხოვთ უპასუხოთ გულწრფელად. ცხადია, რომ არ არსებობს სწორი ან არასწორი პასუხები.

 1.   მიჭირს სხვისი ქცევის მიბაძვა

2.   წვეულებებზე და საერთოდ თავყრილობებზე არ ვცდილობ ისე მოვიქცე, რომ ხალხს თავი მოვაწონო

3.   მხოლოდ იმ აზრის დაცვა შემიძლია, რაც მწამს

4.   შემიძლია ვილაპარაკო იმ საკითხებზეც, რომელთა შესახებ წარმოდგენა არ მაქვს

5.   ვფიქრობ შემიძლია სხვაზე სასურველი შთაბეჭდილება მოვახდინო. ასევე არ მიჭირს სხვების გართობა

6.   ჩემგან ალბათ კარგი მსახიობი გამოვიდოდა

 7.   ბევრ ხალხში იშვიათად ვიმყოფები ყურადღების ცენტრში

8.    განსხვავებულ სიტუაციაში და სხვადასხვა ადამიანებთან ურთიერთობისას ხშირად ვიცვლები და სხვა  პიროვნება  ვხდები

9.   მაინცდამაინც არ მეხერხება სხვებისთვის თავის მოწონება

10.  არ ვარ ისეთი, როგორც ზოგჯერ ვჩანვარ

11.  იმისათვის რომ ვინმეს ვასიამოვნო ან თავი მოვაწონო ჩემს აზრს და ქცევას არ შევიცვლი

12.  ამბობენ რომ შემიძლია საზოგადოება გავართო

13.  არ მეხერხება თამაში, რომელიც იმპროვიზაციას საჭიროებს

14.  მიძნელდება ჩემი ქცევა სხვადასხვა ადამიანებსა და სიტუაციას მოვარგო

15.  წვეულებებზე ანეგდოტებისა და სახალისო ამბების მოყოლას სხვა ვანდობ

16.  ხალხში თავს ცოტა უხერხულად ვგრძნობ, რის გამოც ვერ ვტოვებ ისეთ შთაბეჭდილებას, როგორსაც უნდა ვტოვებდე

17.  შემიძლია თვალის დაუხამხამებლად ვიცრუო, თუ ეს კეთილშობილურ მიზნებს ემსახურება

18.  შემიძლია არ მომწონდეს ადამიანი და თავი მეგობრულად მოვაჩვენო

 გასაღები

თუ თქვენს მიერ გაცემული პასუხები დაემთხვევა აღნიშნულ პასუხებს: 1. არა 2. არა 3. არა 4. კი 5. კი 6. კი 7. კი 8. კი 9. არა 10. კი 11. არა 12. კი 13. არა 14. არა 15.არა 16. არა 17. კი 18. კი, დაიწერეთ თითოეულ ამ პასუხზე თითო ქულა, შემდეგ დააჯამეთ ეს ქულები. სკალაზე დაგროვილი მაღალი ქულა მაღალ თვითფლობაზე მიუთითებს.

0 – 9 დაბალი თვითფლობა

9-ის ზემოთ – მაღალი თვითფლობა

თვითფლობა დაკავშირებულია ისეთ ცნებასთან როგორიცაა: ლოკუს კონტროლი

Tags: , , , , , , , , , , , , , , , , ,

Trackback from your site.

Comments (3)

  • ნინო

    |

    ამ ორს შორის ვარ მგონი :)

    Reply

  • თათა

    |

    როგორც ვფიქრობდი ისე 14^^

    Reply

  • suxo

    |

    თვითფლობა შემოქმედება და არა იალბუზის მწვერვალი, რომლის ქმედუნარიანი არის ყველა ცოცხალი არსება, მაგრამ ზოგიერთი იალბუზის წვერზეც რომ იჯდეს, მაინც უსინათლობას უჩივის.

    Reply

Leave a comment

PageRank Push 2 Check
All Rights Reserved@2011-2012. შეცვალე შენი ცხოვრება Change.ge