ზიგმუნდ ფროიდი და ,,დაცვითი მექანიზმები”(შესავალი)

Written by admin. Posted in ბლოგი, სტატია

,,ადამიანი ერთადერთი არსებაა, რომელიც ატყუებს არა მარტო გარშემომყოფებს, არამედ თავის თავსაც, – ამბობს შოპენჰაუერი.ადამიანი თავს იტყუებს იმიტომ, რომ მას სჭირდება რეალობის შელამაზება, შემსუბუქება, ან სულაც უარყოფა, რადგან მას არ შესწევს ძალა, ან არ სურს შესაბამის ძალისხმევას მიმართოს არსებული სუბიექტური თუ ობიექტური არასასურველი რეალობის შესაცვლელად. ამისათვის ის მიმართავს შესაბამის ფსიქიკურ დონეზე დაცვით ტექნიკას, რომელსაც ,,დაცვითი მექანიზმი” ეწოდება.

აღმოჩენა და შესაბამისად პირველი განაცხადი დაცვითი მექანიზმების შესახებ ეკუთვნის ზიგმუნდ ფროიდს. მან თავის ნაშრომში ,,დაცვითი ნეიროფსიქოზები“ აღნიშნა ტექნიკა, თუ როგორ ებრძვის პიროვნება ცნობიერებისთვის აუტანელ უსიამოვნო წარმოდგენებს. აღნიშნული ტექნიკის დანიშნულებაა მინიმუმამდე დაიყვანოს, ან სულაც საერთოდ განდევნოს ცნობიერებიდან უსიამოვნო ემოციები, ცნობიერებისთვის მიუღებელი წარმოდგენები.
იმისათვის რომ განვმარტოთ დაცვითი მექანიზმის ბუნება და თვისებაც აუცილებელია ავღნიშნით რომ მას საფუძვლად უდევს შფოთვა. შფოთვა კი კონკრეტული სიტუაციით არის განპირობებული.
ფროიდი თავის სწავლებაში დაცვით მექანიზმს მოიხსენიებს როგორც ეგოს დაცვით ფუნქციას. ის პიროვნების სტრუქტურას განიხილავს სამ ინსტანციად: 1) იდი; 2) ეგო; 3) სუპერ-ეგო. პიროვნების სტრუქტურის ეს მოდელი ფსიქოანალიზში უკვე კლასიკადაა ქცეული და ალბათ ურიგო არ იქნება მათი მოკლე განხილვა, რადგან თვითონ ფროიდი დაცვით მექანიზმს განიხილავს როგორც ეგოს ცნობიერ სტრატეგიას, რომელიც ფუნქციაა იდიდან მომდინარე მიუღებელი იმპულსების აშკარად გაცნობიერებისა და სუპერ-ეგოს მხრიდან ზეწოლის რეგულირება.
1) იდი წარმოადგენს პრიმიტიულ, ინსტინქტურ მოთხოვნილებათა სათავსოს. ის ხელმძღვანელობს მხოლოდ სიამოვნების პრინციპით. მისთვის უცხოა შიში, შფოთვა. ის მომართულია ყოველთვის მოთხოვნილების დაკმაყოფილებით მიიღოს დაძაბულობის მოხსნა. ის მთლიანად არაცნობიერად არის ინდივიდში.
2) სუპერეგო თავიდან არაცნობიერად ვითარდება, როდესაც ბავშვი ითვისებს ქცევის ნორმებს იმისდა მიხედვით, თუ რაზე აქებენ უფროსები (მშობლები მასწავლებლები) და რაზე სჯიან. მოგვიანებით სუპერეგო ვლინდება ცნობიერ დონეზე: მორალის, ზნეობრიობის და სხვა იდეალისტურ ფასეულობათა სახით. ის ხელმძღვანელობს იდეალისტური პრინციპით.
3) ეგო ხელმძღვანელობს რეალობის პრინციპით. ის ენერგიას იღებს იდიდან და გარდაქმნის სუპერეგოსა და რეალობის მოთხოვნისდა მიხედვით და გამოავლენს სოციალურად მისაღები ფორმით.
ინსტანცია ეგო არის ყველაზე რთულ მდგომარეობაში. მან უნდა გააცნობიეროს მდგომარეობა და მიიღოს გადაწყვეტილება სუპერეგოს იმპერატივებისა და რეალობის პრინციპის გათვალისწინებით.
ეგო ენერგეტიკულად უზრუნველიყოფა იდიდან, კონტროლირდება სუპერეგოსაგან და თავისუფლდება ან ბლოკირება ექმნება (იბლოკება) რეალობისგან.
ძლიერმა ეგომ იცის როგორ წარმართოს იდიდან მომავალი იმპულსები სუპერეგოსა და რეალობის პრინციპის შესაბამისად, სოციუმისთვის მისაღები ფორმით, მაგრამ როდესაც ეგო ვეღარ უმკლავდება იდიდან მომავალ მიუღებელ იმპულსურ სურვილებსა და სუპერეგოს მოთხოვნების დაპირისპირებას, ის მიმართავს განდევნას, რომელიც ყველა დაცვითი მექანიზმის სათავეს წარმოადგენს.
იდიდან მომდინარე მიუღებელი იმპულსების გაცნობიერების და სუპერეგოს მხილების საფრთხე ეგოსგან განიცდება შფოთვის სახით. შფოთვა პიროვნებისთვის აშკარა დისკომფორტს წარმოადგენს და მოითხოვს მოხსნას, განტვირთვას.
ანა ფროიდი რომელსაც საფუძველი ჩაუყარა ბავშვთა ფსიქოანალიზს ამბობს: ,,პრაქტიკულად ბავშვის ყველა ქცევა მიმართულია შფოთვის მოსახსნელად. თუ ბავშვი მიეჩვია მსგავს სიტუაციებში შფოთვის ჩანაცვლებითი გზით მოხსნას, მას გამოუმუშავდება მყარი დაცვითი მექანიზმი“.
ფროიდმა გამოყო რამოდენიმე დაცვითი მექანიზმი, მე შევეხები მხოლოდ რამოდენიმე ძირითადს, ესენია: პროექცია, განდევნა, ჩანაცვლება, რეაქტიული წარმონაქმნი, რაციონალიზაცია, რეგრესია, უარყოფა, სუბლიმაცია.    გაგრძელება

Tags: , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , ,

Trackback from your site.

Comments (6)

  • ანიე

    |

    ძალიან საინტერესოა. მალე გაგრძელდება ?/

    Reply

    • showman

      |

      მიხარია, რომ მოგეწონა, ესეგი ეს იმას ნიშნავს, რომ მალე გაგრძელდება :)

      Reply

    • admin

      |

      დიახ :) მადლობა :)

      Reply

  • თიკა მეზვრიშვილი

    |

    sainteresoa

    Reply

  • keti

    |

    dzalian sainteresoa.mixaria rom am gverdze movxvdi.

    Reply

Leave a comment

PageRank Push 2 Check
All Rights Reserved@2011-2012. შეცვალე შენი ცხოვრება Change.ge